მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნამახვან ჰესის აშენების სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა

57a03f39f2d5f
BM.GE
02.08.16 10:33
2699
სამმა კომპანიამ - PowerChina Resources LTD (ჩინეთი), Clean Energy Group Georgia LLC (ნორვეგია) და General Development LLC (საქართველო, ავსტრია) – გამოთქვა ინტერესი 433 მგვტ-იანი ნამახვანი ჰეს-ის აშენება-ფლობა-ოპერირებაზე. Galt&Tagart-ის ინფორმაციით, ნამახვანის ჰეს-ების კასკადზე ინტერესთა გამოხატვა 6 თვე გრძელდებოდა და 7 ივლისს დაიხურა. ჰეს-ის პროექტის თავდაპირველ პრეზენტაციაზე 26 ინვესტორი იყო წარმოდგენილი. ენერგეტიკის სამინისტრო გამარჯვებულ კომპანიას ექვსი თვის განმავლობაში გამოავლენს. პროექტების შეფასების მთავარი კრიტერიუმი გარანტირებული შესყიდვის პერიოდში შეთავაზებული საშუალო ტარიფი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები