მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში 20 კილომეტრი სიგრძის ახალი გზა აშენდება

5abe25de2a3c3
BM.GE
30.03.18 15:55
2019
ქლინ ენერგი გრუფ ჯორჯია, ნამახვანი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გეგმავს ნამახვანი-ალპანას დამაკავშირებელი, 20 კილომეტრი სიგრძის ახალი გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის დაწყება 2018 წლის ბოლოს. როგორც ნამახვანი ჰესის მშენებლობის ფაზაზე, ასევე წინა სამშენებლო ეტაპზე, რომელიც მოიცავს: ახალი გზის მშენებლობას, 8 კმ არსებული გზის რეკონსტრუქციას, ტვიშის ხეობის ახალი გვირაბის მშენებლობას პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას მიენიჭება.

ნამახვანიჰესი წარმოადგენს 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესების კასკადს, რომელიც სიდიდით მეორე ჰიდროელექტრო სადგური იქნება საქართველოში. პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში, ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები