მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნანო კრედიტი: ეროვნული ბანკი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტებისთვის საფრთხის შემცველ ნაბიჯებს დგამს

580dadfc68e6e
დავით ჯალაღონია
24.10.16 10:44
3913
"ნანო კრედიტის" აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტებისთვის საფრთხის შემცველ ნაბიჯებს დგამს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს“ ბერძენაძემ განუცხადა, საქმე ეხება ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით რეკლამის განთავსებისას არსებულ შეფერხებებს.

„არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტისთვის, კონკრეტულად ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციისთვის, საფრთხის შემცველია ეროვნული ბანკის საკმაოდ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დგამს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში არსად არის ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული რეკლამები, თუმცა არ არის კონკრეტული კანონი, რომელიც საქართველოში ფულადი სახსრების მოზიდვას კრძალავს. არის თამასუქის შესახებ კანონი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, თამასუქის მეშვეობით ფულადი სახსრები მოიზიდოს და მას არანაირი კუთხით შეზღუდვა არ აქვს. ეროვნული ბანკი ავიწროვებს სხვადასხვა არასაბანკო საფინანსო კომპანიებს. არ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული დოქტრინა, მოთხოვნები და რეალურად, ბაზარზე მოზიდვებთან დაკავშირებული რეკლამა გაქრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა იარსებოს", - განაცხადა ბერზენაძემ.

კითხვას, კონკრეტულად როგორ, რა მექანიზმების დახმარებით ახდენს გავლენას ეროვნული ბანკი ფინანსური სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსების პროცესზე, ირაკლი ბერძერნაძე დეტალურად არ პასუხობს.

"შევიწროვება პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება, არ იყოს. სხვადასვხა კომპანიებს, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აქვთ ამასთან დაკავშირებით, რომელზეც არ დავწვრილმანდები, მაგრამ შედეგი ისაა, რომ ბაზარზე რეკლამები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში რაღაც ხდება", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნებისმიერ კომპანიას აქვს სარეკლამო კამპანიის წარმოების უფლება, მათ შორის ფულადი სახსრების გენერირებისთვის.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე მუშაობა დასრულდა, რომელსაც უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს. დოკუმენტის დეტალებს მარეგულირებელი ჯერ არ ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები