მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნანობს თუ არა გიორგი ქობულია, რომ ეკონომიკის მინისტრობას დათანხმდა?

5cce8122ad395
BM.GE
05.05.19 10:21
1042
აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამი არ ვნანობ და იმედია არასდროს არ ვინანებ,- ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „Forbes კვირას“ შეკითხვას, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ნანობს თუ არა, რომ გასულ წელს ის ამ პოსტზე დანიშვნას დათანხმდა. 

“აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამი არ ვნანობ და იმედია არასდროს არ ვინანებ და მე ამ პერიოდის განმავლობაში ვთვლი მაინც, რომ შევძელი რაღაც წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში და მეორე, ჩემთვის პირადად ეს გამოცდილება იყო უნიკალური. მე გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ხალხი და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მე შევძელი მუშაობა ამ 8 თვის განმავლოაბში და ეს ჩემთვის არის დაუვიწყარი გამოცდილება. არანაირად არ ვნანობ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია თანამდებობიდან დაახლოებით 2 კვირის წინ გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები