მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელი კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

5bdaa67ecd337
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.18 11:15
2042
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელი კომპანია თბილისის მერიის სასარგებლოდ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანია „კადევე ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვაჟა სამადბეგიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, კომპანიას 2 წლის წინ გადაცემული 50 ჰა ტერიტორია უნდა ჩამოერთვას, სადაც ქარხნის პროექტი უნდა განეხორციელებინა.

ვაჟა სამადბეგიშვილის თქმით, ქარხნის პროექტზე ხელშეკრულება მთავრობის შენიშნების გამო ძალაში შესული არ არის, თავად მერია კი მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის გადაცემული მიწა ცდება, ამიტომ უკან დაბრუნებას ითხოვს.

„8 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბერს დაასრულა თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა. მუნიციპალიტეტმა დაავალა „თბილსერვისს“ გადმოცემული 50 ჰა ტერიტორიის უკან დაბრუნება. ანუ აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმება, რომელზეც აღებული გვაქვს მშენებლობის ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“,- აცხადებს ვაჟა სამადბეგიშვილი და აღნიშნავს, რომ მერიის არგუმენტი სრულიად უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 5 მილიონი ლარი უკვე დახარჯული აქვს, ბოლო რამდენიმე თვეა კი ის შეჩერებულია.

82 მილიონიანი ქარხანა სატესტო რეჟიმში ერთი წლის წინ უნდა ამოქმედებულიყო, 2018 წლიდან კი ექსპლოატაციაში სრულად უნდა შესულიყო. თუმცა, პროექტი თვეებია შეჩერებულია. ქარხნის აშენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება მთავრობის შენიშვნების გამო ძალაში არ შესულა. თბილისის მთავრობაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროექტი დაიწუნეს, ისაა, რომ ის ნარჩენების სეპარირებასა და მის გადამუშავებას არ ითვალისწინებდა.

თავად „კადევე ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ ნარჩენების სეპარირებულად გადამუშავება პირველად შეთანხმებაში საერთოდ არ მოიაზრებოდა, თუმცა, მათ ამაზე თანხმობა განაცხადეს. თუმცა, კომპანიაში არ ითვალისიწინებენ მეორე შენიშნვას, რომელიც მათ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას გულისხმობს და სპეციფიკური ნარჩენების - საბურავების, ზეთების, ელექტრომოწყობილობების - გადამუშავების ვალდებულებას აკისრებს.

“ჩვენ ინტერესთა გამოხატვა მოვიგეთ მუნიციპალური და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დროს კი წარმოიქმნება სპეციფიური ნარჩენები. ამას სჭირდება სხვა ტექნოლოგია“,- აცხადებენ „კადევე ჯორჯიაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები