მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვა საქართველოში

ზაფხულის ცხელ დღეებში უწყლობის კოლაფსი დედაქალაქში ნაწილობრივ ისევ გრძელდება. წიწამურთან არსებული მაგისტრალური წყლის მილის დაზიანების გამო კვირაზე მეტია 63 000-ზე მეტ აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. თბილისის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურმა დაზიანებამ, რომლის აღმოფხვრას ადგილზე სავარაუდოდ დიდი ოდენობით სამშენებლო ნარჩენების განთავსებას აფერხებდა, სამშენებლო ნარჩენების უსისტემო განთავსების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა. ამ საკითხზე უკვე წლებია მიდის საუბარი, იყო შემთხვევები როცა ნარჩენი კანონდარღვევით თბილისში ისეთ ტერიტორიებზე იყრებოდა როგორიცაა მაგ. დიღმის ჭალები და ხუდადოვის ტყე. მუნიციპალურმა ინსპექციამ გასულ წელს ამ მიმართულებით 387 დარღვევა გამოავლინა და 1 მლნ 915 000 ლარი ჯარიმა გამოწერა. მოქმედი კანონმდებლობით სამშენებლო ნარჩენი როგორც ფიზიკურმა ისე იურიდიულმა პირებმა თბილსერვის ჯგუფის მართვაში მყოფ სპეციალურ პოლიგონზე უნდა განათავსონ, რისთვისაც სერვისის მიმღებმა დადგენილი ტარიფი უნდა გადაიხადონ.

სტუმრები: დავით ფაჩულია - "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი;

ნინო ჩხობაძე - საქართველოს “მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები