ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური წარმომადგენელი საქართველოში ირი პრეჩლიკი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ჩეხური კომპანიები საქართველოში შემოსვლით და სხვადასხვა სექტორში ოპერირებით არიან დაინტერესებული.
ირი პრეჩლიკის განცხადებით, საუბარია ისეთ სფეროებში ოპერირებაზე, როგორიებიცაა ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და “ჭკვიანი ქალაქებისთვის” საჭირო აღჭურვილობის წარმოება.
“დაინტერესება არის ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე ნარჩენების სექტორი, წყლის მენეჯმენტი, ტურიზმის სექტორი, რაშიც ჩეხურ კომპანიებს დიდი ოდენობით თანხა აქვთ ჩადებული შავი ზღვის სანაპიროზე. ასევე “ჭკვიანი ქალაქებისა” და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით არის დაინტერესება.
ჩეხურ კომპანიებს აქვთ ურთიერთობა მუნიციპალიეტეტბთან, მერიების დონეზე. ბოლო პერიოდში ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა.
მათ აქვთ კონკრეტული გეგმები და მათი შემოსვლა დამოკიდებულია საქართველოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე”,- აცხადებს ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური წარმომადგენელი საქართველოში.