რამდენიმე კვირის წინ საქართველოს დელეგაცია ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი-ვანო მთვრალაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი-ნიკა ხოდელი შვედეთსა და ავსტრიაში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის წამყვან ევროპულ გამოცდილებას გაეცნო. ამ პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოში მოქმედი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებისა და სხვადასხვა არასამთავრობო სტრუქტურის წევრები.
ვიზიტის მთავარი მიზანი ნარჩენების თანამედროვე მართვა, გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო. მათ შორის დელეგაციის წევრები გაეცნენ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემებს. თანამედროვე გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას. მუნიციპალურ და კერძო თანამშრომლობას.
როგორია სხვაობა, სად ვართ ამდენწლიანი დაუსრულებელი რეფორმების შემდეგ და სად წავიწიეთ წინ 2026 ის მიწურულს?
სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი






























