„ნარჩენების მართვის პროცესში კერძო სექტორი უნდა შემოვიყვანოთ” - სოლომონ პავლიაშვილი
BM.GE
18.11.22 19:38
• 276
რეგიონებში დასუფთავების სამსახურები წამგებიანია, პროცესებში ბიზნესი უნდა შემოვიყვანოთ - ამის შესახებ BM.GE-თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სახელმწიფოს კომპანიები დასუფთავების მოსაკრებლის აკრეფას ვერ ახერხებენ. Პრობლემა გამოჩნდა PMCG-ის კვლევაშიც, რომელიც საქართეველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. სად არის გამოსავალი, როგორია მუნიციპალიტეტების მმართველების ხედვა და იგეგმება თუ არა დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახდზე მიბმა, ისევე როგორც ეს დედაქალაქშია?