“დღევანდელი მდგომარეობით ნარჩენების ცირკულარობა 1,3 %-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გასულ კვირას განაცხადა. მისი თქმით, მაჩვენებელი დაბალია, თუმცა არსებობს პოტენციალი. რატომ ვერ მიმდინარეობს ნარჩენების მართვის რეფორმა იმ ტემპით რა ტემპითაც იყო დაგეგმილი, რა აფერხებს პროცესს და სად აქვს ქვეყანას პროგრესი?