როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებლებს წარმოებული ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება დაევალათ. ამ დროისთვის 4 კანონქვემდებარე რეგლამენტით უკვე დაწყებულია მეორადი საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების, მეორადი ზეთებისა და აკუმულატორების ამოღების პროცესი, თუმცა ჯერ ისევ უცნობია რა სქემით მოხდება მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენისა და მეორადი საბურავების შესახებ რეგლამენტების ამოქმედება.
სტუმრები: ვანო მთვრალაშვილი - „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი;
გივი კალანდაძე - ააიპ "ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე;