ნარჩენების მართვა საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევაა - შესაბამისი რეფორმა ქვეყანაში რამდენიმე წელია დაიწყო, თუმცა ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის. წარმოქმნილი ნარჩენების მართვაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ბიზნესს უკვე აქვს ვალდებულება შეაგროვოს ისეთი ნარჩენი როგორიცაა მეორეული საბურავი, ელექტრონული ნარჩენი, მეორეული აკუმულატორები, ზეთები - რეგლამენტის ამის შესახებ უკვე ძალაში შესულია.
ახლა უკვე ჯერი შესაფუთი ნარჩენების რეგულირებაზეა, რომელზეც მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში წლებია მიმდინარეობს. იქამდე სანამ პროცესი გააქტიურდება და წესები კანონად იქცევა - შესაფუთი ნარჩენის შეგროვებას, სეპარირებას და გადამუშავებას კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში უკვე ახერხებენ, რაშიც სხვა ბიზნესების ჩართეს. როგორ ხდება მყარი ნარჩენების მართვა კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ და როგორ იცავს ამ მიმართულებით კომპანია საერთაშორისო სტანდარტებს?


































