მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნარჩენების მართვის ვალდებულების დასანერგად ბიზნესისთვის ერთი წელი საკმარისი არაა"

5bbc9d8562385
სალომე მეცხვარიშვილი
09.10.18 16:20
1068
"ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დასანერგად, რომელიც ბიზნესის მხრიდან საკუთარი ნარჩენების მართვას გულისხმობს, ერთი წელი საკმარისი არ იქნება. ახალი რეგულაციები, რომლებიც ბიზნესს ახალ ვალდებულებებს აკისრებს, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც გვავალდებულებს, რომ ჩვენს მიერ წარმოებულ ნარჩენზე ჩვენ თვითონ ვიყოთ პასუხისმგებელი - მის შეგროვებაზე, ტრანსპორტირებასა და უტილიზებაზე.

ჩვენთვის ჯერ უცნობია, რა ტიპის სქემა იქნება შემოთავაზებული, პრაქტიკულად დღეს დაიწყო იმ კანონმქვემდებარე აქტებზე მუშაობა, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ტექნიკურ საკითხებს.

რაც შეეხება ჩვენს მზაობას, ერთი წელი არ არის საკმარისი ვადა იმისთვის, რომ სრულფასოვნად ჩავერთოთ ამ სისტემაში, აქედან გამომდინარე ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სანქციების ნაწილი, რომელიც აუცილებლად იქნება თანმდევი, ამოქმედდეს შემდგომ, მაგალითად 2025 წლიდან“,- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით, ნარჩენების შეგროვების პროცესი ზოგადად უფრო ძირადღრებულია, ვიდრე მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა, თუმცა, ამ სხვაობას ბიზნესი დააფინანსებს.

„სწორედ ეს არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ძირითადი პრინციპი. ჩვენთვის უცნობია, რა დაჯდება შეგროვების პროცესი, რამდენად გაიყიდება შეგროვებული ნარჩენი და როგორი იქნება ჩვენი დანახარჯები“,-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები