სასტუმრო ჯორჯია პალასი გასულ წელს დაწყებულ ტრადიციას აგრძელებს და წელსაც, ამ უქმეებზე შემოდგომის მთავარი დღესასწაული, ნარინჯისფერი რთველი გამართა, რომელშიც მონაწილეობა სასტუმროს დამსვენებლებთან ერთად მაკდონალდს საქართველოს, კოკ-კოლა ბოთლერ ჯორჯიასა და თავად ჯორჯია პალასის თანამშრომლებმა მიიღეს და სასტუმროს ეზოში გაშენებული მანდარინის მოსავალი საინტერესო კულინარიული თუ გასართობი აქტივობების თანხლებით დააბინავეს.