დასავლეთ საქართველო ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წელს აჭარაში ციტრუსის აღება გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყება. ადგილობრივ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ადრეული ჯიშები, რომელიც ფერმერებმა სატესტოდ მოიყვანეს და ეს მოსავალი საექსპორტოდ არ არის გათვლილი.
სტუმარი: კახა შავაძე - „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი;