მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი შემოდგომაზე დასრულდება

59a944a86ea0f
BM.GE
01.09.17 15:27
1826
ისტორიული ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი "ახალი ტფილისის" ერთ-ერთი მიმართულებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით ახორციელებს.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, I ეტაპის სამუშაოების ფარგლებში დასრულდა:

- სატრაპეზოს პირველ სართულზე იატაკის მოწყობის სამუშაოები კერამიკული ფილებით
- ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

- სატრაპეზოს ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოები:
- სატრაპეზოს ფასადის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით და აგურით ასევე შიდა კიბის მოწყობა
- ძველი გალავნის აღდგენა, რომელიც სატრაპეზოს დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის I ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები