მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თედო აბრამოვი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღება და ნეიტრალური მოწმის წარმოდგენა, რაც საქმეში ეჭვებს გააქარწყლებდა და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობას გაამყარებდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკისას მას ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც კანონით განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

აბრამოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბრმოვი ერთ-ერთია ნარკოდანაშაულის მოტივით დაკავებულ იმ პირებს შორის, რომლებიც საკუთარ საქმეს პროევროპულ აქციებს უკავშირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები