პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების(RIA) დოკუმენტი მოამზადა.
დოკუმენტში შეფასებულია როგორც რეფორმის მოსალოდნელი შედეგები, ასევე ის შედეგები, რაც დღეს მოქმედი საკანონმდებლო გარემოს დატოვებას ექნება.
რაც შეეხება დღეს დაგეგმილი ცვლილებებს, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, კერძოდ, ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსიდან 273-ე მუხლის ამოღებაზე, რომლის მიხედვითაც დღეს მცირე რაოდენობის ნარკოტული საშუალების დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირირების გავლენის დოკუმენტში განხილულია რეფორმის 4 სცენარი:
• საბაზისო სცენარი, რომლის მიხედვითაც 10 წლის განმავლობაში სტატუს კვო შენარჩუნდება, ანუ არ მოხდება ნარკოპოლიტიკაში რამე სახის ჩარევა და ცვლილება და შენარჩუნდება ნარკომომხმარებელთა ზრდის ის ტემპები, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს.
• სცენარი 1 - ამოქმედდება ინიცირებული პროექტი (ნომინალურად). არ უმჯობესდება პრევენციული ღონისძიებები და არსებული საკონსულტაციო, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების სერვისები, ძალაში რჩება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად ცხადდება.
• სცენარი 2 - ინიცირებული პაკეტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, განვითარდება სამედიცინო სერვისები და სარეაბილიტაციო ცენტრები (მეორადი პრევენცია), რაც გულისხმობს ნარკოტიკების არსებულ მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას, შეიქმნება გადარწმუნების კომისიები. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ამოღებული იქნება კანონის მიღებიდან 1 წლის შემდეგ. "სცენარი 2"-ის პირობებში მიიღება იგივე საკანონმდებლო პაკეტი სრულად, რომელიც აღწერილია "სცენარი 1"-ში.
• სცენარი 3 - ინიცირებული პაკეტი სრულად ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, განვითარდება სამედიცინო სერვისები და სარეაბილიტაციო ცენტრები, შეიქმნება გადამისამართების კომისიები (მეორადი პრევენცია). გარდა ამისა, დაინერგება პირველადი პრევენციის სისტემა. „სცენარი 3“-ის პირობებში მიიღება იგივე საკანონმდებლო პაკეტი სრულად, რომელიც აღწერილია "სცენარ 2"-ში და დაინერგება პირველადი პრევენცია.
წარმოდგენილ დოკუმენტში დათვლილია თუ რა სარგებელი ექნება სახელმწიფოს ცვლილებების განხორციელების შედეგად ათი წლის განმავლობაში.
აქვეა პროგნოზირებული თუ რა შედეგებამდე მივა ქვეყანა სხვადასხვა სცენარით ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელების შემთხვევაში. დაშვებები ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით:
სცენარების შესაბამის ხარჯებისა და სარგებელს თუ შევადარებთ, RIA-ს მიხედვით, „სცენარი 3“ უზრუნველყოფს მეტ სარგებელს, ვიდრე დანარჩენი სამი სცენარი. თუმცა "სცენარი 3"-ის ხარჯები უფრო მეტია დანარჩენს სცენარებთან შედარებით.
რაც შეეხება წმინდა სარგებელს, საბაზისო სცენართან შედარებით, "სცენარი 1" გვაძლევს ყველაზე ცუდ შედეგს (უარყოფითი), რაც ნიშნავს, რომ "სცენარ 1"-ს, საბაზისო სცენართან შედარებით, ნაკლები წმინდა სარგებელი აქვს, ხოლო "სცენარი 3" უზრუნველყოფს, საბაზისო სცენართან შედარებით, ყველაზე მეტ წმინდა სარგებელს.
თუ განვიხილავთ სარგებელი/ხარჯის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაშიც "სცენარ 1'-ს აქვს ყველაზე დაბალი სარგებელი ხარჯებთან შედარებით, ხოლო „სცენარ 3“-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ანუ „სცენარი 3“-ის შემთხვევაში მიღებული იქნება ყველაზე მაღალი სარგებელი.