მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარკოტიკული ნივთიერებისა და სიგარეტის შემოტანის რამდენი უკანონო ფაქტი აღიკვეთა 11 თვეში კინოლოგებისა და სამსახურებრივი ძაღლების მიერ?

კინოლოგები

2024 წლის 11 თვის მონაცემებით, კინოლოგიის ცენტრის ოფიცრებისა და სამსახურებრივი ძაღლების მიერ, აღიკვეთა - ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებების 12 ფაქტი და აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის შემოტანის 8 ფაქტი - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა გამშვებ პუნქტსა და საბაჟო კონტროლის ზონაში, 41 სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლი და კინოლოგ ოფიცერი ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას.

"უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილი ბელგიური ნაგაზის, 4 ახალი ძაღლის მიერ, სგპ "სარფში“ არადეკლარირებული 8 660 ღერი სიგარეტი გამოვლინდა

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აღნიშნული კონტრაბანდული საქონელი წინასწარ მოწყობილ,სპეციალურ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები