მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნარმანია m2-ის ინიციატივაზე: მსოფლიო პრაქტიკა ცნობს ამგვარ მოდელსაც, თუმცა ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია

5857c71c862b1
BM.GE
19.12.16 15:40
2259
თბილისის მერს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ სამშენებლო კომპანია მ2-ის მოთხოვნა, ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით, სენსიტიურია და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ამასთან დაკაშირებით არასწორი იქნება. ასე უპასუხა დავით ნარმანიამ "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვას სამშენებლო კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კომპანია პარლამენტს მიმართავს და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს. კომპანია მიიჩნევს, რომ დაავადებული, გარემოსთვის საფრთხის შემცველი ხეების მოჭრაში ფულის გადახდა აბსურდია.

"მე ჯერჯერობით ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, არის სხვადასხვა მოდელები და მსოფლიო პრაქტიკა ცნობს ამდაგვარ მოდელსაც, როდესაც კომპანიას სჭირდება ტერიტორია განვითარებისთვის და იქ არის გამხმარი ხეები, სპეციალური დასკვნის საფუძველზე მას ჭრიან, თუმცა, ჩვენთან ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია და მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები