მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნარმანია: უკვე გვაქვს მზა კონცეფცია მზიურის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით

5757f67b05c63
BM.GE
08.06.16 14:40
1371
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა.
 
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.

"სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე „არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

"სტიქიის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ყველაზე უმთავრესი, რაც გავაკეთეთ, იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა, იქ, სადაც ყველაზე დიდი იყო წყლის დარტყმა. გზა და გვირაბი მთლიანად განადგურდა. გავაკეთეთ სახიდე გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა გვირაბის სათავისი კეთილმოეწყო, რათა მათი მდგრადობა და უსაფთხოება გაუმჯობესებულიყო. სვანიძის ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა გმირთა მოედანი, ზოოპარკის უკანა ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა სამუშაო არის დასრულებული, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. შეიძლება, დღევანდელ დღეს ვუწოდოთ წყალგამყოფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მეორეს მხრივ, სამომავლო განვითარებას შორის. ჩვენ უკვე გვაქვს მზა კონცეფცია მზიურის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით. კეთდება კონკრეტული პროექტი მზიურის ტერიტორიის გამწვანებისა და მისი შემდგომი განაშენიანებისა, რომლის საფუძველზეც დაიწყება მზიურის განვითარება და მზიური იქცევა თანამედროვე, ძალიან გამწვანებულ და ლამაზ პარკად. ასევე მოხდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, რომელიც ერთის მხრივ, ადიდების შემთხვევაში მდინარის გადმოსვლას ხელს შეუშლის და მეორეს მხრივ, დაიცავს გარშემო ტერიტორიებს. ეს ორი პროექტი არის ის პროექტები, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები