მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NASA-ს მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენება 2030 წლამდე სურს

მთვარე
BM. GE
10.08.25 23:11
343

NASA-ს მოქმედმა ადმინისტრატორმა, შონ დაფმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც სააგენტომ 100-კილოვატიანი ბირთვული დანაწევრების რეაქტორი მთვარეზე 2030 წლამდე უნდა ააშენოს. მკაფიო დადგენილების გამოცემით დაფს სურს, კონკურენციაში შევიდეს ჩინეთთან და რუსეთთან და მთვარეზე რეაქტორი პირველმა განათავსოს. აღსანიშნავია, რომ რუსული და ჩინური კოსმოსური სააგენტოები იგივე მიზნის მიღწევაზე ერთობლივად მუშაობენ.

რაც შეეხება თავად ბირთვულ რეაქტორს, ამერიკულ მხარეს მსგავსი მოცულობის აგება გრძელვადიანი მისიების ხელშესაწყობად სურს. 100-კილოვატიან ბირთვული დანაწევრების რეაქტორს მთვარეზე ჩასული მისიის ელექტროენერგიით მომარაგება ყველაზე კრიტიკულ პერიოდში შეეძლება. ანუ მაშინ, როცა 2-კვირიანი ღამეები იწყება და მთვარის კონკრეტული ნაწილს მზის სხივი 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აღარ ხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის არ იქნება გადადგმული. NASA ამ მაგალითით გამოცდის, რამდენად შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება პლანეტის მიღმა მდებარე დანადგარს. თუ ექსპერიმენტი შედგა და მან შედეგი დადგა, შემდეგი გაჩერება მარსი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები