მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NASCAR-მა $7.7-მილიარდიანი მედია შეთანხმება გააფორმა

Nascar new media 2025

NASCAR-ს სურდა მომავალი მედია ხელშეკრულებით წელიწადში ერთი მილიარდი დოლარი მიეღო და მიზანს მიაღწია. სარბოლო კომპანიამ 7 წლიანი სამაუწყებლო პარტნიორობა გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: Fox Sports, NBC Sports, Amazon და Warner Bros. Discovery. ახალი შეთანხმება ძალაში 2025 წელს შევა და ზემოთ ნახსენებ კომპანიებს “სათასო სერიების” ჩვენების ექსკლუზიური უფლება ექნებათ.
მოცემულ 7 წელიწადში NASCAR-ი 7,7 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც 40%-ით გაუმჯობესებული შეთანხმებაა ბოლო ხელშეკრულებასთან შედარებით.

რბოლების გაშუქება ტელევიზიებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
Fox Sports - 14 რბოლა
Amazon - 5 რბოლა
WBD - 5 რბოლა
NBC Sports - 14 რბოლა

ცნობისთვის, სრული სეზონის გარდა, Amazon და WBD სათასო სერიების პრაქტიკებსა და საკვალიფიკაციო სესიებსაც გააშუქებენ.
გეტყვით იმასაც, რომ NASCAR-ის ახალი შეთანხმება ფორმულა 1-ის კონტრაქტებთან შედარებით ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, 13-ჯერ უფრო ძვირად იქნება შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები