"ნატახტარი" ზაფხულის სეზონისთის რამდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას გეგმავს", - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.
"ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც ვთვლი, რომ ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო პირობაა... იმისთის, რომ თავი დაიმკვიდრო, საჭიროა მუდმივი განახლება, თუ მომხამრებელს ინოვაციური, ახალი პროდუქტები, მათ შორის ლიცენზირებული პროდუქტები არ შესთავაზე, ბიზნესს პრობლემები შეექმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის ყველა მოთამაშე, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ემზადება იმისათის, რომ სეზონზე, ახალი პროდუქტები, ცნობილი ბრენდები შემოიტანოს ქართულ ბაზარზე, რაც მომხმარებლისთვის ძალიან კარგია.
ჩვენ უკვე გამოვუშვით ერთი ასეთი ლიცენზირებული პროდუქტი "სტაროპრამენი", რომელიც ერთ-ერთი ნომერ პირველი ჩეხური ბრენდია, ის უკვე იყიდება ბაზარზე მცირე რაოდენობით, თუმცა სეზონისთვის აქტიურად ვაპირებთ მისი წარმოების გაზრდას... ჩვენს მთლიან პორტფელში ეს ლუდი 7-8%-იან წილს დაიკავებს, ლუდი ნახევარ ლიტრიან მინის ბოთლებში გამოდის, ის პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, დაახალოებით ერთ თვეში ამ ლუდის პრეზენტაციას ვგეგმავთ, რომელსაც ჩეხური კომპანიის წარმომადაგენლებიც დაესწრებიან... „ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

























