მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნატახტრიდან რუსთავამდე და ჟინვალამდე ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობა იწყება

577258c46b06c
BM.GE
28.06.16 15:00
2289
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოასმზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვითვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთვავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები