მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნათენაძის მარნის“ ღვინო ნორვეგიაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში იყიდება

63bf0f737c0ea
თინათინ ნატმელაძე
11.01.23 23:35
664
„ნათენაძის მარანმა“ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა.„ნათენაძის მარნისა“ და „ვარძიის ტერასების“ დამფუძნებელის, გიორგი ნათენაძის განცხადებით, მათი წარმოებული ღვინო ნორვეგიაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში იყიდება.

როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში" თქვა, ამ ეტაპზე ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მაღალი საფასო სეგმენტი უჭირავს.

„პანდემიის პერიოდში და მას შემდეგაც ბევრი ახალი ქვეყნიდან ქართულ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა, მე მაგალითად შევედი შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთში და კანადაში. ჩემი წარმოება დიდი არაა, შემიძლია, რომ მხოლოდ ორ ქვეყანაში გავიტანო, მაგრამ ასე არ ვიქცევი, რადგან ნებისმიერი რაღაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ბაზარზე გავიდეთ.

ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ქართველ მეღვინეებს, მაგალითად ჩემი ღვინო ნორვეგიაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში იყიდება, სადაც ძალიან ძვირია მოხვედრა და ეს, რა თქმა უნდა, დიდი სიამაყეა.

ახლახან ვიყავი იტალიაში, იქაც დიდი რაოდენობა არ შემაქვს, მოთხოვნა არის, მაგრამ ვცდილობ, რომ გადავანაწილო,“ - განაცხადა გიორგი ნათენაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები