მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATERIAL - გარე ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი - B2B და საცალო მომხმარებლებისთვის

NATERIAL
18.05.26 14:31
600

უძრავი ქონებისა და HoReCa სექტორის სწრაფმა განვითარებამ საქართველოში გარე სივრცეების მიმართ სრულიად ახალი მოთხოვნა გააჩინა. აივნები, ტერასები, ვერანდები და ეზოები დღეს უკვე მხოლოდ დამატებითი სივრცე აღარ არის - თანამედროვე ცხოვრების სტილში ისინი ინტერიერის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმება, სადაც კომფორტი, დიზაინი და ყოველდღიური ცხოვრება ერთიანდება. სწორედ ამ მზარდ მოთხოვნას პასუხობს ფრანგული გარე ავეჯის ბრენდი Naterial, რომლის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში ICR HOME-ია.

Naterial - გარე სივრცეების არქიტექტორი

Naterial, რომელიც ევროპული გიგანტის, “ADEO ჯგუფის” ბრენდია, გარე სივრცეების მთავარი არქიტექტორის სახელითაა ცნობილი. ბრენდის მთავარი ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ბაღი, ტერასა თუ აივანი სახლის ბუნებრივი გაგრძელებაა, Naterial-ის ავეჯი ორ სივრცეს შორის ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს.

ICR HOME-მა Naterial-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანით მომხმარებელს არა მხოლოდ პრემიუმ გარე ავეჯი, არამედ გარე სივრცის მოწყობის სრულყოფილი ევროპული კონცეფცია შესთავაზა. ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს როგორც თანამედროვე დიზაინის ავეჯს, ისე გარე სივრცის ფუნქციური მოწყობის ელემენტებს:

გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი საქართველოში

კონცეფციის სრულყოფილად წარმოსაჩენად, ICR HOME-მა მომხმარებელს საქართველოში გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი შესთავაზა. ეს არის სივრცე, სადაც ექსტერიერის მოწყობის სრული კოლექციებია წარმოდგენილი.

Naterial-ის პროდუქცია გათვლილია როგორც მცირე საცხოვრებელი აივნებისა და ტერასებისთვის, ისე მასშტაბური ლაუნჯ და დასასვენებელი სივრცეებისთვის. პროდუქცია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარე სივრცეში ისეთივე კომფორტული და ესთეტიკური გარემო შექმნას, როგორიც ინტერიერში.

B2B სექტორი - საიმედო პარტნიორი HoReCa ინდუსტრიისთვის

Naterial-ის სტრატეგიული მიმართულება საქართველოში მხოლოდ საცალო გაყიდვებით არ შემოიფარგლება. ICR HOME აქტიურად თანამშრომლობს B2B სექტორთან და გარე სივრცეების სრულ კოლექციას სასტუმროებს, რესტორნებს, აუზებს, დეველოპერულ პროექტებსა და სხვადასხვა კომერციულ ობიექტს სთავაზობს. კომპანიებს მათ საჭიროებებზე მორგებული გარე ავეჯისა და აქსესუარების სრული გადაწყვეტების შერჩევა ერთ სივრცეში შეუძლიათ.

ლოგისტიკური უპირატესობა - დიდი სასაწყობე მარაგები და სწრაფი მიწოდება

იმპორტირებულ ავეჯზე მუშაობისას, როგორც საცალო, ისე B2B სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დროა. ხშირ შემთხვევაში, სასურველი პროდუქციის მიღებას კვირები ან თვეები სჭირდება, რაც ბიზნესისთვის კრიტიკული ბარიერია.

ICR HOME-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არსებული დიდი სასაწყობე მარაგებია. პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზეა ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს სწრაფი შერჩევისა და ოპერატიული მიწოდების შესაძლებლობას აძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე HoReCa და დეველოპერული სექტორისთვის, სადაც დრო და სწრაფი მიწოდება კრიტიკულ როლს თამაშობს.

Naterial და ICR HOME საქართველოში თანამედროვე გარე ცხოვრების ახალი სტანდარტის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ - სადაც ევროპული ხარისხი, თანამედროვე დიზაინი, ფართო არჩევანი, დიდი მარაგები და სწრაფი სერვისი ერთ სივრცეში ერთიანდება. ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია ICR HOME-ის შოურუმებში თბილისსა და ბათუმში, ხოლო მიწოდების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

შოურუმის მისამართებია: თბილისში - აღმაშენებლის ხეივანი N125, ხოლო ბათუმში - ა. პუშკინის N33. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პროდუქციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს: WWW.ICRHOME.GE.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები