მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია ჯანაშიამ „საქართველოს კაპიტალთან“ დავაში ბრიტანელი იურისტები ჩართო (რ)

ნათია ჯანაშიამ „საქართველოს კაპიტალთან“ დავაში ბრიტანელი იურისტები ჩართო
17.06.24 20:29
3154

ლონდონის ბირჟაზე დალისტული სს „საქართველოს კაპიტალის“ წინააღმდეგ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას დავას ბრიტანელი ადვოკატები ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად სწავლობენ. ამის შესახებ ნათია ჯანაშიას ადვოკატმა თეა ხამხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, BMG-ს „საქმიან დილაში“ ორშაბათს განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანელი ადვოკატების მიერ საქმის ბრიტანული სამართლის შესაბამისობაში შესწავლის შემდეგ ლონდონის ბირჟაზე დალისტული „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერების ინფორმირებაც მოხდება. მოსარჩელე მხარე „საქართველოს კაპიტალს“ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

იმავე გადაცემაში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურისა და სხვა წარმომადგენლების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ნიშნები იკვეთება, რის გამოც პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

საქმე ეხება ინვესტორის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურის მხრიდან სკოლის წინაშე 5 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმით და შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წილის 70%-ის მფლობელმა და ინვესტორმა სს „საქართველოს კაპიტალმა“ დღის წესრიგში დააყენა სკოლის დირექტორის, დამფუძნებლისა და წილის 30%-ის მფლობელის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გადაყენებისა და ამ პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვნის საკითხი.

ხუთი წლის თავზე, როდესაც არცერთ საინვესტიციო ვალდებულებას არ ასრულებს წილის 70%-ის მფლობელი პარტნიორი, ის უკვე შემოდის წინადადებით, რომ შეიცვალოს დირექტორი. ამას მოჰყვა სასამართლოს მიერ ნათია ჯანაშიას სარჩელზე განჩინება, რითაც პარტნიორს შეეზღუდა გადაწყვეტილებების ცალმხრივად მიღების შესაძლებლობა. ეს არის სასამართლოს მხრიდან ძალიან კარგი გადაწყვეილება, რაც, პირველ რიგში, სკოლის და ნათია ჯანაშიას ინტერესებს იცავს“, – განაცხადა თეა ხამხაძემ.

ინვესტორმა, რომელსაც სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სასამართლოში ედავება, ვერ შეძლო საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ნათია ჯანაშიას სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპსბრიტანულ-ქართულ აკადემიაშიპარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით.

ცნობისთვის, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები