შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.
ამის შესახებ BM.GE–სპრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
ნათია მეზვრიშვილმა ამ პოსტზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.