„როგორც ვაცხადებდით, ლარის კურსი მყარდება და ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენიანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი - ლარი იყო ზედმეტად, ხელოვნურად გაუფასურებული, რადგან პოზიტიურია 6 თვისმაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკა იზრდება, საგარეო ვაჭრობის ბალანსი უმჯობესდება, შესაბამისად, ეკონომიკაშიარანაირი სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს, რომ ლარის კურსი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გაუფასურებული" - ამისშესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისიშეფასებით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური მდგრადობის შესაბამისი.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რეალურად, ლარის კურსის რყევები მოყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობასდა პარლამენტის შტურმს, რაც შემდგომში აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში - გაკეთდა ძალიან ბევრი სპეკულაციურიგანცხადება, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ნეგატიურ მოლოდინებსშეუძლიათ საკმაოდ ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ. თუმცა, საბოლოოჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკური განვითარება იძლევა შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი, მყარი ვალუტაა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდეს.
„ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული კორექტივებიგანახორციელოს, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლარის კურსის გამყარებისტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

























