მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარდგენილი, ძალიან წარმატებული იქნება

5d714d32cf4be
BM.GE
05.09.19 21:59
661
„მჯერა და მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარდგენილი, იქნება ძალიან წარმატებული",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.


მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბატონი გიორგი გახარია გუნდის გამორჩეული წევრია, გამორჩეული ლიდერი და გამორჩეული მენეჯერი.
„თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა ამ 12 თვეში წარმატებულად მივიდეს არჩევნებამდე. რამდენად ვიქნებით ჩვენ წლის ბოლომდე, ვინ როგორ იქნება მინისტრი, დამოკიდებულია იმ ძალისხმევაზე, რასაც თითოეული ჩვენგანი გაიღებს.

ყველანი ვართ მაქსიმალურად მოტივირებულები, რომ ბატონ გიორგის ამოვუდგეთ გვერდში და გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ქვეყანას მივცეთ ყველაზე მეტად დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური შესაძლებლობები და ვიყოთ წარმატებული გუნდი როგორც რეფორმების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები