მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: 2021 წელი ტურიზმისთვის კვლავ დაძაბული და გამოწვევებით აღსავსე იქნება

5fe04d9fe96d8
ინგა მურუსიძე
21.12.20 11:32
1885
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა პარლამენტში, 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს წარადგენს. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, პანდემიის პერიოდში, მთავრობამ  ტურიზმის, როგორც განსაკუთრებულად დაზარალებული სექტორის მხარასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამის ერთი ნაწილით, კერძოდ, სესხის პროცენტის სუბსიდირებით 2000-მდე სასტუმრომ ისარგებლა და 3700 კიდევ ისარგებლებს.

„2021 წელი ტურიზმისთვის კვლავ დაძაბული და გამოწვევებით აღსავსე იქნება. ტურიზმი აღდგება საშუალოვადიან პერსპექტივაში და არა მყისიერად, თუმცა საკმაოდ წელგამართულები ვართ, რადგან ჩვენმა ტურისტულმა ობიექტებმა შეიძინეს უნიკალური გამოცდილება საკარანტინე პროგრამით, თუ როგორ უნდა ემსახურონ თავის სტუმრებს არა მარტო კომფორტულად, არამედ - უსაფრთხოდ. ეს საკმაოდ აქტუალური იქნება ახლო მომავალშიც. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მაღალმხარჯველ ტურისტებზე ანუ ხარისხობრივი ბაზრისკენ ვიმოძრავებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატის თქმით, ტურიზმის აღდგენას შეუწყობს ხელს ორი ღონისძიება, რომელიც 2023 წელს გაიმართება. პირველი - ეს არის ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და მეორე - მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდსა და თხილამურებში, რაც ნათია თურნავას განმარტებით,  ქვეყანას მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ვალდებულებას აკისრებს და ეს ძალიან კარგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები