მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

64afa28b2950c
BM.GE
13.07.23 11:05
412
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, აშშ - ის ელჩს, კელი დეგნანს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრეს და ამასთან, ყურადღება გაამახვილეს USAID - თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.

"დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დახმარებასა და მნიშვნელოვანი კონსულტაციების გაწევას. დასაფასებელია თქვენი ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ეროვნულ ბანკსა და აშშ - ის საელჩოს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა სებ - ის რეფორმებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ეროვნული ბანკი დგამს არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა ეროვნულ ბანკსა და USAID - ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ეკონომიკური განვითარების უდიდესი ხელშეწყობისთვის. უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდაში. ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები