მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: ჩინეთის საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს

5dc15f7d3c2c1
BM.GE
05.11.19 16:15
619
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლი სიაოფენგთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარება იყო.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვაო განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები უკვე დაწყებულია და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს.

„დღეს კი დაპირება მივიღეთ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრისგან, რომ არსებული გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიებს შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები