მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა EBRD–ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

5ceea81a9ebc6
BM.GE
29.05.19 19:37
813
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტზე, სამთო მრეწველობაზე, ენერგოეფექტურობის პროგრამებსა და სხვ.

"აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი. ბანკის ჯამურმა ინვესტიციამ საქართველოში 3.2 მლრდ. ევრო, ხოლო განხორციელებული პროექტების რაოდენობამ 198 შეადგინა. მხოლოდ 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში 267 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაში ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები