მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა ფოთის პორტზე: ეს ფაქტი არ ახსოვდა ჩემს წინამორბედს, რაც მის კომუნიკაციაზე მეტყველებს

5cf14d256566b
BM.GE
31.05.19 21:00
1005
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მე გავაუქმე, არის სახელმწიფო მიწის კოდები, რომლებიც, როგორც ჩანს, ინვესტორმა ამოკრიფა საჯარო რეესტრიდან და თან დაურთო ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მიწა, რომელზეც ინვესტორი აპირებს მშენებლობას, ეკუთვნის არა მას, არამედ სახელმწიფოს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა და ამას დღეს გიორგი ქობულიას საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კომენტარიც ადასტურებს.

როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დოკუმენტზე დართული სახელმწიფო მიწის კოდები რეგისტრირებულია მისი მინისტრად დანიშვნამდე.
„ის, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა ჩემს წინამორბედს, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მის კომუნიკაციაზე მეტყველებს და რომელიც ჩემამდეც არსებობდა სამინისტროში. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ - მინისტრებმა უნდა ვიცოდეთ, სად რა ხდება და მსგავსი ფაქტები არ უნდა განმეორდეს" - აღნიშნა თურნავამ.


შეგახსენებთ, გუშინ წინ ღამით ფოთის პორტის მმართველმა კომპანია APM Terminals-მა გაავრცელა განცხადება, რომ მათ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტისთვის სამშენებლო ნებართვა მიიღეს. აღნიშნულზე მეორე დღესვე გააკეთა განმარტება ეკონომიკის სამინისტრომ და ნებართვა გააუქმა, ამასთან, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც უშუალოდ გასცა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები