მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური, საჭიროების შემთხევაში, ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს"

5e218967ed134
BM.GE
17.01.20 14:15
832
„ეს არის სადგური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი ე.წ. „რეზერვი“, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას - მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ამ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ გარდაბანში გააკეთა, სადაც დღეს ახალი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგური ოფიციალურად გაიხსნა.

მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია ახალი თბოსადგურების მშენებლობა, რადგან ეს საბაზისო ენერგიის წყაროა.

მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები