მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე: ალბათ, ეფექტური იყო ჩვენი ტაქტიკა

5c87b4448c249
დავით ჯალაღონია
12.03.19 17:45
742

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა "გაზპრომთან" ახალი კონტრაქტის შეთანხმების წინაპირობებზე საუბრობს.

"შედეგების მიხედვით, გვაქვს კომერციული პირობების გაუმჯობესება: სატრანზიტო საფასური გაზრდილი, გაზის მიწოდების ფასი – შემცირებული. როგორ მივაღწიეთ ამას? – ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ერთი, რომ ჩვენმა მომლაპარაკებელმა გუნდმა გამოიყენა კარგად ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა. არის გარკვეული დაღმასვლა, შესაბამისად, იყო მზადყოფნა დათმობების და ჩვენ ეს მომენტი კარგად გამოვიყენეთ და მეორე, რაც შემიძლია, ვთქვა, ალბათ ეფექტური იყო ჩვენი მოლაპარაკების ტაქტიკა. არ დავთმეთ მთავარი პრინციპები, რაც შეეხება ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და მივაღწიეთ გაუმჯობესებას ჩვენთვის საინტერესო, კომერციულ საკითხებში", – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, "გაზპრომთან" გასაფორმებელი ახალი კონტრაქტის პირობების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის რუსული გაზის ფასი შემცირდა, რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის ფასი – გაიზარდა, თუმცა ამ მომსახურების ღირებულება ისევ კომერციულ საიდუმლოებად რჩება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კონტრაქტი "გაზპრომ–ექსპორტთან" თვის ბოლომდე გაფორმდება და ის ძალაში ორი წლის ვადით იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები