საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ფასი გაიზარდა.
"მივაღწიეთ პირობების გაუმჯობესებას ორივე პოზიციით. სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო წარმომადგენელი დაინტერესდება ამ რუსული გაზით", – განაცხადა ნათია თურნავამ, თუმცა მას ახალი ხელშეკრულების პირობები არ დაუზუსტებია.
"ეს არის კომერციული საიდუმლოება და ამ ხელშეკრულებას ვაგრძელებთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ საიდუმლოების რეჟიმიდან გამომდინარე", – განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი მხარეებს შორის ძალაში ორი წლის ვადით, თვის ბოლომდე შევა.

























