მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: "გრძელვადიანი ინვესტიციების რაოდენობა იზრდება"

5b38fa3e9763d
თათია ჩაფიჩაძე
01.07.18 19:38
2130
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია თურანავას თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში გრძელვადიანი ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. როგორც თურნავამ „ბიზნეს ლანჩზე“ საუბრისას განაცხადა, კერძო მოთამაშეების გაჩენა, ბიზნეს გარემოს სიჯანსაღეზე მიანიშნებს.

„მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს გზები, აეროპორტები თუ პორტები, წარმოუდგენელი გრძელვადიანი ინვესტიციების გარეშე. გრძელვადიან ინვესტიციებს აქვს თავისი მახასიათებლები, მართალია მეტია უკუგება, ღირებულებაც იზრდება, მაგრამ ასეთ დროს რისკებიც მაღალია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს როგორც გეოპოლიტიკში, ასევე ბაზარზე.

თუ დღეს ჩვენთვის აქტუალური გახდა გრძელვადიანი ინვესტიციები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო იმდაგავრად შეიცვალა, რომ მიმზიდველი და ღია ხდება. ასეთი ტიპის ინვესტიციები საქართველოში მეტ-ნაკლებად ხორციელდებოდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ძირითადად ამ ინვესტიციის მიმწოდებელი იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა მათ შემთხვევაში არა მხოლოდ კომერციული ინტერესი დგას, არამედ განვითარების, პოლიტიკური და სტრატეგიული, ამიტომ ისინი უფრო მეტ რისკს იღებდნენ და იღებენ. ახლა ბოლო დროს ჩნდება უფრო მეტი კერძო მოთამაშე, ამ ბაზარზე რაც ბიზნეს გარემოს სიჯანსაღის მიმანიშნებელია.“ - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები