მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა IFC - ის რეგიონულ მენეჯერს სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტეს შეხვდა

64a590807017d
BM.GE
05.07.23 19:46
750
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა IFC - International Finance Corporation - ის რეგიონულ მენეჯერს სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტეს შეხვდა. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. IFC - ის მხარდაჭერით, სებ - მა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარება დაიწყო და 2019 წლის აპრილში საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა.

"საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ამას ადასტურებს არაერთი ერთობლივი წარმატებული პროექტი. ახლახან, ღია ბანკინგის განვითარების მიზნით, კიდევ ერთ პროექტს - ტექნიკურ სენდბოქსს ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IFC - ის მხარდაჭერა და მომავალშიც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები