მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: IMF კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და უმკლავდება გარე შოკებს

5d0b3fa5d43b5
თელარა გელანტია
20.06.19 12:09
778
„ლარის კურსზე დავიწყებ საუბარს სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული მიმოხილვით, სადაც სსფ ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის შეფასებით, ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე.

„არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები ხანგრძლივ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს",  - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები