მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტის შეხვდა

5db088475572d
BM.GE
23.10.19 16:00
430
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიის რესპუბლიკის იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ივან სკალფაროტისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
აღნიშნული შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება.
ფორუმში მონაწილეობენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 400-მდე B2B შეხვედრა გაიმართება.

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები