მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა-ლარზე: ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა, ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე

5d0b402223434
თელარა გელანტია
20.06.19 12:12
932
„ლარის კურსზე დავიწყებ საუბარს სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული მიმოხილვით, სადაც სსფ ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა, ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე.

„არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები ხანგრძლივ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს" - აღნიშნა  მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები