მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა პარლამენტში, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მივა

5cdadd1867065
ლიკა გურაბანიძე
14.05.19 19:20
766
დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პარლამენტში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიწვევას გეგმავს.

ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ BM.GE-ის განუცხადა.

კაკულიას განმარტებით, ამჟამად, ის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის ზუსტ თარიღს ათანხმებს.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლა ივნისის პირველ კვირას არ უნდა გადასცდეს.

„ნათია თურნავა ახლადდანიშნული მინისტრია და მინდოდა, მისთვის გონივრული დრო მიმეცა, რათა სიტუაციას გაცნობოდა ისე, რომ თავისი ხედვის ჩამოყალიბება შეძლოს. მის პარლამენტში მოსვლაზე პრინციპულად შეთანხმებულები ვართ და ამაზე შემოთავაზება არ არის საჭირო, ეს ჩემი მოვალეობაა“, - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მიწვევაზე დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ „საქმის კურსში“ განაცხადა.

დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა კომიტეტის სხდომაზე უნდა მიიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები