მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: პირველი 5 წელი საპენსიო ფონდში არსებული თანხების რისკიან პროექტებში დაბანდება არ შეიძლება

5c17a33f5534b
დათო ჯალაღონია
17.12.18 16:45
918
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, „კერძო დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის თანახმად, პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის რისკიან საინვესტიციო პროექტებში დაბანდება არ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 5 წელს საპენსიო ფონდში არსებული ფინანსური დანაზოგი მსგავსი მიმართულებით ვერ ინვესტირდება.

როგორც BM.ge-სთან ნათია თურნავამ განაცხადა, უცხო ქვეყნის საინვესტიციო ფონდები დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში ინვესტირება მოახდინონ.

„ენერეგეტიკული რეფორმის ფარგლებში, სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი გარანტირებული შესყიდვის პროექტები, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი „კერძო და საჯარო პარტნიორობის“ შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ბერკეტები გამოიყენოს და მათ შორის მსხვილი ენერგეტიკული პროექტების თანადაფინანსება განახორციელოს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობას მსგავსი პროექტების თანადაფინანსებაში, მე გეტყვით, რომ მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდი უახლოესი 5 წელი ვერ განახორციელებს თანაინვესტირებას მაღალი რისკის პროექტებში და ენერგეტიკული პროექტები სამწუხაროდ, მიეკუთვნება მაღალი რისკის პროექტებს, რომელიც მინიმუმ მშენებლობის ეტაპზე ანუ როგორც მინიმუმ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, ეს ბერკეტი ვერ იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება სხა ქვეყნების საპენსიო ფონდებს, ისინი გამოხატავენ ძალიან მაღალ ინტერესს, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაში - ჩვენ მოგვმართავს გერმანიის საპენსიო ფონდი, ასევე საფრანგეთის საპენსიო ფონდი და ისინი უფრო სწრაფად შეძლებენ ამ ინვესტიციის განხორციელებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ჩვენი საპენსიო ფონდი ამ შესაძლებლობას სულ მცირე ხუთი წელი მოკლებული იქნება.

„სამომავლოდ, პირველი ხუთწლიანი ეტაპის შემდეგ, საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ საინვესტიციო პროექტებში შეიძლება განათავსო თანხები. ჩვენ ასევე მსჯელობა გვქონდა, თანადაფინანსების წყარო რა შეიძლება იყოს - მათ შორის შესაძლებელია, მოსახლეობამაც გარკვეული შენატანები გააკეთოს - ეს იყოს ბონდების სახით, ფასიანი ქაღალდების სახით და ისევ ვიმედოვნებთ, რომ პირველ ეტაპზე უცხო ქვეყნის საპენსიო ფონდებ დაინტერესდებიან“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები