მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებს განმარტავს. როგორც თურნავა აღნიშნავს, სამიზნე 3%-ზე დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-დან 8%-მდე შეამცირა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სებ-მა გარე თუ შიდა რისკების ანალიზის საფუძველზე მიიღო.

“გადაწყვეტილება მივიღეთ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების შეფასების საფუძველზე. ინფლაციის დონე დაბალია, ინფლაციური მოლოდინებიც არ არის მნიშვნელოვნად გაუარესებელი, ასევე მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებელიც არ არის გაუარესებული და პირიქით, გასულ წელს ისტორიულ მინიმუმზე იყო, ჩვენი სავალუტო შემოდინებებიც საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი იქნება ეს ტურიზმის, IT მომსახურების ექსპორტი თუ სხვა პარამეტრებისა თუ გზავნილების სახით, შესაბამისად, ამ ფაქტორების შეფასების შედეგად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი ყველა გარე თუ შიდა რისკის გათვალისწინებით, გაურკვევლობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ რომ ამჯერად ჩვენი გადაწყვეტილებაა მცირე ზომით, 0.25 პროცენტული პუნქტით პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. მომავალშიც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან სიღრმისეულ ანალიზზე იქნება დამყარებული”, - განაცხადა ნათია თურნავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება, ხოლო წლის განმავლობაში ინფლაცია საშუალოდ 3%-ზე დაბლა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები