მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა "როსპოტრებნადზორის" განცხადებაზე: მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ

5d11152895dd7
დავით ჯალაღონია
24.06.19 22:20
1027
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "როსპოტრებნადზორის" განცხადებას პასუხობს, სადაც 2018 წელს 8 ქართული კომპანიისთვის რუსეთში ექსპორტის აკრძალვაზეა საუბარი.

"მე არ ვიჩქარებდი. თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ იჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები", – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების ("როსპოტრებნადზორი") განცხადებით, საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე ალკოჰოლური პროდუქციის მოცულობა, რომელიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს, 2,9 ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათას ლიტრი შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში ანუ 2018 წელს რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის ექსპორტი აეკრძალა.

მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი -1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი" LLC "ქართული ღვინო", ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია " და შპს" ბატონო ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები