„ქალები მმართველობაში არიან გარანტები ქვეყნის წარმატების“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საჯარო სექტორში ნათია თურნავას გადასვლას, გადაცემა „ქალების ნარატივში“ ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და აქვე განმარტა: „მისი გამოცდილება, უნარები და კვალიფიციურობის დონე, საჯარო სექტორის წარმატების საწინდარი იქნება“.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2013 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი 20 წლის განმავლობაში კერძო და საჯარო სექტორებში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

























