სამართლებრივი კუთხით გამოწვევა გადალახულია - სებ-ის საბჭოს ორი ახალი წევრი დამტკიცდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
"ეს გამოწვევა სამართლებრივად გადავლახეთ, იმიტომ რომ პრეზიდენტს ჰყავდა წარდგენილი 2 კანდიდატობის საბჭოს წევრი პარლამენტში და მათი დამტკიცება მოხდა. ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობა და საბჭო ქმედუნარიანია.
რაც შეეხება ახალ წევრებს მინდა მივულოცო", - განაცხადა ნათია თურმნავამ.
შეგახსენებთ: პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი უკვე დაუჭირა.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკის არჩევამდე კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ადამიანი: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი დარჩნენ, რამაც საბჭოს ახალი წევრების არჩევის საჭიროება დააყენა.